„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო”, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ და პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთ ბლოკად გაერთიანდნენ. როგორც პარტიების ლიდერებმა ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაციაზე განაცხადეს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების საერთო ხედვა, საგარეო კურსი, პროდასავლური არჩევანი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები- ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რაც მათ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ.