პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს.
ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგი იყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ''ქართული ოცნების'' წევრმა, 27 დეკემბერს გააკეთა.
თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებდა.