ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შეიქმნება ახალი დასასვენებელი სივრცე, მოეწყობა განათება, ტეროტორია ფილებით მოპირკეთდება, დაირგვება მცენარეები.
ტენდერი გამოცხადებულია დაბაში მინი-სპორტული მოედნების მშენებლობის და რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზეც. სამუშაოების ღირებულება ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ დაზუსტდება.