“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გრძელდება. მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. მთავარი თემა კვლავ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებია.
სხდომის დაწყებამდე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე 4 საკითხით მივიდა, რომელთა შორის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხია.