ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულების სასამართლო სხდომა დაიხურა

02 თებერვალი 2019, 00:00 1308 ნახვა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული პირებიდან 9 პირის სასამართლო სხდომა დაიხურა. გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ მიიღო. სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ საქმეზე საზოგადოების მაღალ ინტერესი არსებობს, მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ლეგიტიმური უნდა იყოს. მერაბ ჯორბენაძის განცხადებით, შუამდგომლობა ლეგიტიმურია, როცა ამას არ მოყვება სახელმწიფო ინტერესების ან ფიზიკური პირების ინტერესების დარღვევა. როგორც პროკურორმა თავის შუამდგომლობაში განმარტა, საქმე ეხება დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტს, ასევე პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.

შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, რადგან მათი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა არ ხდება, შესაბამისად, ვინმეს პერსონალურ მონაცემზე საუბარი არ იქნება. საქალაქო სასამართლო ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი