იზორია თანამშრომლებს შეხვდა

05 აგვისტო 2016, 00:00 3344 ნახვა

თავდაცვის მინისტრი უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა და მათ საკუთარი მოადგილეებიც წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, უწყებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა წესრიგს, დისციპლინასა და რეფორმას. ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროს ახალი სტრატეგიის მომზადების საკითხზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი