დაკავება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ფაქტზე - შეფასებები

01 თებერვალი 2019, 00:00 2018 ნახვა

ის, რომ, პირადი სივრცე ხელშეუხებელია და მორალური ტერორი ამორალური, ამაზე პოზიცია, ოპოზიცია და მესამე სექტორი თანხმდება. თუმცა განსხვავებულია მათი მოსაზრება პასუხისმგებლობის საკითხზე. უმცირესობა უმრავლესობას ადანაშაულებს და პირიქით.  

ყოფილი ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ სუსია დაინტერესებული იმით, რომ ამ პროცესებში ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობა გამოიკვეთოს.  ხელისუფლების წევრები კი ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ და განმარტავენ, რომ პროცესი მათ იმიჯს აზარალებს, ამიტომ მათ ინტერესებშია დამნაშავეების დროულად გამოვლენა და დასჯა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში