დააკავეს ჯარისკაცი, რომელმაც ბათუმში მეორე ჯარისკაცი დაჭრა

01 თებერვალი 2019, 00:00 2233 ნახვა

ჯარისკაცის დაჭრის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს. ის ბათუმში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეა. სამხედრო მოსამსახურემ მეორე ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან, 22 იანვარს დაჭრა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

რაც შეეხება დაჭრილ ახალგაზრდა ჯარისკაცს, ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში განაგრძობს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ტრავმული შოკის გამო, პაციენტი მართვით სუნთქვაზეც იყო.  დაშავებულს ჭრილობა ხელის არეში ჰქონდა. 23 წლის ჯარისკაცი სამხედრო სამსახურში 8 თვეა მსახურობდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილი  უნებლიე გასროლას ჰქონდა.  

საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებდა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი