''ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტები ფარული ჩანაწერის საქმეზე პოლიციაში დაიბარეს

01 თებერვალი 2019, 00:00 3152 ნახვა

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რეგიონის აქტივისტები გამოკითხვაზე იმყოფებიან.  ოპოზიციური პარტიის დეპუტატის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით,  ისინი ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების საქმეზე დაიბარეს.

ქამადაძე აცხადებს, რომ მათ აქტივისტებს, ფარული ჩანაწერი მასობრივად მიუვიდათ შეტყობინებების სახით, რის გამოც გამოკითხვაზე საღამოსვე დაიბარეს. 

აქტივისტები დაკითხვაზე ამ დრომდე იმყოფებიან, როგორც მირდატ ქამადაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ

"ძალიან იაფფასიანი ფანდია, თუ ცდილობს ხელისუფლება ოპოზიციას დააბრალოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული". პარტიის წევრები სამმართველოსთან არიან შეკრებილები და აქტივისტების გამოსვლას ელოდებიან. 

ეკა ბესელია ფარული ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში ბოლო კვირის განმავლობაშ მეორედ გავრცელდა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მორიგი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბლოკა. უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია.

გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი