შიდა საუბნო გზის მოწესრიგებას ითხოვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში. ერთკილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებულია, ჩამოშლილია ფერდი, ვიწრო მონაკვეთებზე კი გადაადგილება რთულდება.
ამასთან, ამავე სოფელში სანახევროდ შესრულებული გარე-განათების სამუშაოების დასრულებას ითხოვენ. განათების ბოძების მონტაჟი სოფელში პროგრამისთვის განკუთვნილი თანხის ამოწურვის გამო ვერ დაასრულეს.
რას აპირებს ადგილობრივი მთავრობა?