იგეგმება თუ არა რეორგანიზაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში

31 იანვარი 2019, 00:00 2132 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში შესაძლოა რეორგანიზაცია ჩატარდეს, რომლის შესახებაც დაგეგმილია თათბირი. 

თანამშრომელთა ნაწილს თათბირის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა დადასტურებით არ იციან შეხვედრაზე იგეგმება თუ არა რეორგანიზაციის საკითხის განხილვა.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ცვლილებები მისასალმებელია.

''ცვლილებები არის აუცილებელი, ყველა უწყების სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის. რეფორმების ტალღა გრძელდება. ახალგაზრდები და განათლება არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება და ამ კუთხით ცვლილებები იგეგმება. სისტემა გაჯანსაღდება. მალე გაცნობებთ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თორნიკე რიჟვაძემ

სატელეფონო ზარებს, ამ დრომდე არ პასუხობენ სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჩავლეიშვილი და განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი

ამ ეტაპზე უცნობია, რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება თუ არა თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში