თანამედროვე სასტუმროს მშენებლობა, ქალაქის იერსახისთვის უკეთესია - ლაშა კობახიძე ე.წ. ლუჟკოვის სახლზე 

31 იანვარი 2019, 00:00 4206 ნახვა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ფიქრობს, რომ ე.წ. ლუჟკოვის სახლის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, ქალაქისთვის უკეთესი იქნება. 

მერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ობიექტი დიდი ხანია ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული. 

''მე ვფქრობ, რომ ეს არის ობიექტი რომელიც დიდი ხანია უკვე უფუნქციოდ არის და ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული. ყოველთვის იყო მსჯელობა რა შეიძლება გაკეთებულიყო. შენობის აღება და მის ადგილზე კარგი თანამედროვე სასტუმროს მშენებლობა, ვფიქრობ ქალაქის იერსახისთვის  უკეთესია'' - ამბობს ლაშა კომახიძე.

ე.წ. ლუჟკოვის სახლის საკითხზე ბათუმის მერიამ და საკრებულომ იმსჯელა. დეპუტატებმა დღეს "ალიანს -სიტის" ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა დაუმტკიცეს.

მერიის განაცხადის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია ტერიტორიაზე ძველი შენობის დემონტაჟს გეგმავს, სანაცვლოდ კი სასტუმროსა და საცხოვრებელი აპარტამენტებს ააშენებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში