აქციაზე დაკავებულის საქმე 1 თებერვალს განახლდება

28 იანვარი 2019, 00:00 1632 ნახვა

1 თებერვალს გახდება ცნობილი დააჯარიმებენ თუ არა ქალს, რომელიც დღეს  საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. იგი დღესვე გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან.

ქსენია ქელეშმა ადვოკატი მოითხოვა, რასაც მოსამართლე დათანხმდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ. მანამდე კი აქცია ბათუმის მერიასთან გაიმართა. მიზეზი გარე-მოვაჭრეების დახლების დემონტაჟია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში