ქობულეთის გამგებელი საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა. სპორტსმენებმა ჭიდაობასა და ძალოსნობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვება მარტში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს. სულხან ევგენიძემ ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მათ გამგეობისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ. სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის „სპორტის მხარდაჭერის პროგრამიდან“ 3 000 ლარი გამოიყო.