ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 31 იანვარს, რვა საათის განმავლობაში მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლებენ.
სარფის საბაჟოზე, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება. საქართველოს დროით 11:00-19:00 საათამდე მანქანებისა და მოქალაქეების გატარება დროებით შეჩერდება.
საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.