ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარი და 65 73 (მეათასედი) თეთრი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.65 95 (მეათასედი) ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0123 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.