''ქართული ოცნება'' მოსამართლეების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებზე შეთანხდა

25 იანვარი 2019, 00:00 1658 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა ცოტა ხნის წინ თბილისში. „ქართული ოცნება“ უკვე მეორე დღეა მსჯელობს მოსამართლეთა საკითხზე. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გუნდმა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეჯერება შეძლო.

ამბობენ, რომ თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება. პარლამენტი სათითაოდ იმსჯელებს კანდიდატებზე, მანამდე კი მათ ახალი კრიტერიუმებით შეარჩევენ. ნინო ხოზრევანიძე აშუქებს მეორე დღეა უმრავლესობის სხდომას.

მოსამართლეთა 25-ე კონფერენცია გაიხსნება ხვალ ასევე თბილისში, ასე რომ საინტერესოა ის მსჯელობაც რაც ამავე თემაზე მოსამართლეებს შორის გაიმართება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი