დახარჯა თუ არა წინა ხელისუფლებამ ქედაში 85 ათასი ლარი ფუჭად? 2011 წელს მოწყობილი კორტების მოედნისთვის ფუნქციის მინიჭებაზე მოქმედი ადგილობრივი მთავრობა ახლა ფიქრობს.
პროკურატურამ კი წლების განმავლობაში იკვლია ჰქონდა თუ არა ადგილი თანამდებობის პირების გადაცდომას - გამოძიება შარშან დასრულდა - დამნაშავე არ გამოვლენილა.
ამასობაში კორტები კიდევ უფრო დაზიანდა. ახლა მერიამ უნდა გადაწყვიტოს, ჩოგბურთისთვის მოწყობილ მოედანს, იმავე ფუნქციას დაუტოვებს და შეაკეთებს, თუ სპორტის სხვა დარგს მიუსადაგებს - ცნობისთვის ქედაში ჩოგბურთის წრე, წლებია არ არსებობს.