სალომე ზურაბიშვილის მთავარი მესიჯი ბრიუსელის შეხვედრებზე ევროკავშირში გაწევრიანება იყო. მხარეებმა ყველა ის თემა განიხილეს, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს დღის წესრიგში პრიორიტეტულია.
ქართული მხარე შეხვედრებს დადებითად აფასებს. სალომე ზურაბიშვილი მაღალი რანგის ევროპელ პოლიტიკოსებს ვიზიტის მეორე დღესაც შეხვდა.