ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

23 იანვარი 2019, 00:00 1387 ნახვა

ევროპარლამენტის და კონგრესის შემდეგ  ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი ევროსაბჭომაც დაუჭირა.  "ევროპული საქართველოს" ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძემ წარადგინა.რეზოლუციის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავე პირები, თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ მოახერხებენ. 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. გიგა ოთხოზორია კი ოკუპირებული გალის რაიონიდან,  2016 წლის მაისში  მოკლეს. სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი