ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბათუმში - ეპიდემიოლოგები ადგენენ, არის თუ არა 48 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი. იგი სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის სიმპტომებით მკურნალობდა.
ასევე, დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 33 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა ტრაპიზონის კლინიკაში. ქართულ სამედიცინო სისტემასთან მიმართებით პრეტენზიები აქვს ოჯახს.