ხულოში ჩატარებული აუდიტის შედეგად 15 ხარვეზი და დარღვევა გამოვლინდა

21 იანვარი 2019, 00:00 2006 ნახვა

დარღვევები და შეუსაბამობები შესრულებულ სამუშაოებსა და დახარჯულ თანხას შორის - სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას არასაკმარის კონტროლზე მიუთითებს.

გამოქვეყნდა 2016-2017 წლების სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის ანგარიში. ანგარიშში მოხვდა 2018 წელიც. დარღვევებსა და ნაკლოვანებებს შორისაა - სატენდერო წინადადებები, რომლებიც აუდიტის შეფასებით ისეა შედგენილი რომ ხელოვნურ ბარიერებს უქმნის მონაწილეებს. ამასთან, აუდიტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს შესაძლოა, კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.

დოკუმენტში საუბარია ბეშუმში ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც - სახელმწიფო აუდიტის შეფასებით ხარჯი არარაციონალურადაა გაწეული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი