გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს

21 იანვარი 2019, 00:00 3095 ნახვა

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრები, მომხდარის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. ისინი ვერსიებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ რომ დავით რაზმაძე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა გემზე რამდენიმე თვის წინ წავიდა. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ მასთან ბოლო კომუნიკაცია 6 იანვარს შედგა. 

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ბიჭის გაუჩინარების შესახებ კომპანიამ ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.  

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის ცხედარი დღეს იპოვეს - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. თამარ იოსელიანის თქმით, ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში