აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

20 იანვარი 2019, 00:00 1356 ნახვა

დიდ დიღომში, მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო.

პროკურატურა მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში კი 10 ათასი ლარის. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.  ადვოკატები მოსამართლის მიერ მიღებული განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი