სხალთის მთავარეპისკოპოსის დღევანდელი ქადაგება

19 იანვარი 2019, 00:00 1395 ნახვა

„იქნება ცილისწამებები და დევნა, თუმცა ომი უკვე გამარჯვებულია და ჩვენ გამარჯვების ომში ვართ“ -აღნიშნა მეუფე სპირიდონმა დღეს ქადაგებისას. სხალთის მთავარეპისკოპოსმა მასსა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ჟურნალისტების დასმულ კითხვას არ უპასუხა. რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, ჭყონდიდელ მიტროპოლიტი პეტრე, ეკლესიის წინააღმდეგ მოღვაწეობაში დაადანაშაულა, მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს და ღიად ებრძვის პატრიარქს, კრიტიკას მაშინ მეუფე პეტრემაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მეუფე სპირიდონი „ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში და საბჭოურადაც აზროვნებს“. 

მან თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მეუფე სპირიდონს არ დაუფიქსირებია თავისი აზრი ე.წ. ციანიდის საქმეზე.  ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა საეკლესიო სასამართლოს მოწვევა ითხოვა, რომელზეც უნდა განიხილონ მეუფე სპირიდონის ქმედებები.

ამავე კატეგორიაში