სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს ბრალი დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს.
თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი გუშინ დააკავეს. ბრალდებულების ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.