თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ ქიმიური ტერმინალის მშენებლობაზე მოქალაქეების მეტი ინფორმირებულობაა საჭირო

14 იანვარი 2019, 00:00 8580 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში ხელშეკრულების გაფორმების დროს, ''ქიმიური შეტევა ბათუმზე'' საინიციატივო ჯგუფის წევრი, ვატო მებურიშვილი მივიდა, თუმცა მას ურჩიეს დარბაზში არ შესულიყო. ის კომპანიის წარმომადგენლებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, შეხვედრის დასრულებამდე, დერეფანში ელოდებოდა.  

ვატო მებურიშვილი ტურისტულ ქალაქში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. ის პრეზენტაციაზე სპეციალური დროშით მივიდა. 

საინიციატივო ჯგუფის წევრს მთავრობის წარმომადგენლები არ გასაუბრებიან.

შეხვედრის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარი მედიასთან გააკეთა. თორნიკე რიჟვაძემ ​ თქვა, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობაა საჭირო, პროექტი  საფრთხის შემცველი არ არის და ის რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.   

აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრიც ირწმუნება, რომ ქიმიური ტერმინალი ბათუმელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. საზოგადოებას კი ამასა აუცილებლად აუხსნიან. 

დღეს დილით ''ქიმიური შეტევა ბათუმზე''  საინიციატივო ჯფუფის წევრებმა,  ფეისბუქის გვერდზე  ინფორმაცია გაავრცელეს და შეხვედრას "ქალაქის შეთქმულების სერობა" უწოდეს. 

''მათ უნდათ ჩვენი ქალაქის დაღუპვა! ძალიან ეშინიათ ხალხის პროტესტის. მიიღებენ ეს შეთქმულები დიდ პროტესტს 20 იანვარს. აქციაზე დასახელდებიან მათი უშუალო მფარველები მთავრობიდან'' - ეწერა განცხადებაში. 

ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ორ თვეში დაიწყება  - ამის შესახებ დღეს სასტუმრო ჰილტონში გააკეთეს განცხადება და  მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს წარმომადგენლობა და ბათუმის პორტის დირექცია ხელს აწერენ. 

საპროტესტო აქცია ბათუმში 20 იანვარს, 14:00 საათზ,ე პორტის წინ არის დაგეგმილი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში