ბათუმში მე-5 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები სრულდება. ორსართულიან შენობას მესამე დაემატა. მოწესრიგდა სველი წერტილები, მოეწყო გათბობის სისტემა. ბაღის რეკონსტრუქციისათვის მერიის ბიუჯეტიდან 299 ათას 109 ლარი გამოიყო. ბაღი პატარების მიღებას სექტემბრიდან შეძლებს.