სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აჭარაში არჩილ ნიკოლაიშვილი იქნება. „მთავარის“ ინფორმაციით იგი უკვე დანიშნულია თანამდებობაზე. ამ ეტაპზე სუს-ის პრესსამსახურში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ყველა რეგიონულ სამსახურში მიმდინარეობს საკადრო ცვლილება.
სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ირაკლი ერისთავი იყო. იგი, ასევე ჩვენი ინფორმაციით სტრუქტურაში რჩება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რომელ სამსახურს ჩაიბარებს.