მაღალმთიან აჭარაში თოვს

09 იანვარი 2019, 00:00 3673 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვს.  მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 15 სმ-ია.  ხულოს მერიის ინფორმაციით, ნალექს ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია.    თვითმმართველობაში განაცხადეს, რომ   გზები  გაწმენდით სამუშაოებს ამ დროისთვის არ საჭიროებს. იწმინდება მხოლოდ კურორტ გოდერძამდე  მისასვლელი გზა.   შეფერხებები არ არის ენერგომომარაგებაშიც.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები, ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში