ვისთვისაა მიუღებელი მოსამართლეთა სია აჭარის უმაღლეს საბჭოში?

08 იანვარი 2019, 00:00 1752 ნახვა

დღის მთავარი თემაა განხეთქილება საპარლამენტო უმრავლესობაში. დღეს კიდევ გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, რომ გავლენ უმრავლესობიდან თუ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიას დაამტკიცებს. ასეთი პარლამენტში დღეს ბექა ნაცვლიშვილი აღმოჩნდა. დავინტერესდით რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოში.

მოსამართლეთა  წარდგენილი, 10-კაციანი სიის წინააღმდეგია ნინო ჩხეტია. დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვისაც მიუღებელია წინა ხელისუფლების დროს, გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული მოსამართლეების უზენაესში გამწესება. ალბათ არცაა გასაკვირი რომ ასეთივე პოზიციაზეა ყოფილი პოლიტიკური პატიმარი და ახლა უკვე დეპუტატი ცოტნე ანანიძე.

უმაღლეს საბჭოში არიან ისეთი დეპუტატებიც რომლებმაც გვითხრეს რომ თემა არაა მათი გადასაწყვეტი და საკითხს არ ჩაღრმავებიან, ნაწილი კი საერთოდ თავს იკავებს  პოზიციის დაფიქსირებისგან. ექნება თუ არა ცენტრის დონეზე დაწყებულ დაპირისპირებას გამოძახილი რეგიონში?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი