ლიტერატურულ - მუსიკალური საღამო

03 აგვისტო 2016, 00:00 3461 ნახვა

“მე მინდა ისევ წვიმაში ვიდგე” ლიტერატურულ -მუსიკალური სპექტაკლი გაიმართა გუშინ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე. მაყურებლის წინაშე პროფესიით ექიმი ირინა ხინიკაძე წარსდგა, რომელმაც შეკრებილებს მუსიკალურ ნომრებთან ერთად საკუთარი პოეზიაც შესთავაზა. სპექტაკლი ზაზა სიხარულიძემ დადგა და  მასში  კაპელის მსახიობ მომღერლები მონაწილეობდნენ. საღამო მუსიკალური ცენტრის ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში შედგა, პროექტი ახალგაზრდა შემოქმედებითი ადამიანების ხელშეწყობას ითვალისწინებს.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში