შობის ღამეს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

06 იანვარი 2019, 00:00 3269 ნახვა

7 იანვრის ღამის საათებიდან 8 იანვრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარაში შუაღამით ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება, სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ზამთრის კურორტებზე (გომარდული, გოდერძი) ძლიერი თოვა და ქარბუქი. პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

8 იანვარს დილით გამოიდარებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი