სოფელ ოლადაურში მცხოვრებ ზულიეხ ფუტკარაძეს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მიულოცა. მას 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა.
ზულიეხ ფუტკარაძე იყო აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მას 6 შვილი, 11 შვილიშვილი, 24 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.