ქედის მერია ორი ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს

03 იანვარი 2019, 00:00 1898 ნახვა

2019 წლისთვის ქედის მერია ორი ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. კოსმეტიკური სამუშაოები ჩაუტარდება სოფელ პირველი მაისისა და ახოს საბავშვო ბაღებს. სამუშაოებისთვის 95 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქედის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეკონომიების ხარჯზე შესაძლოა წლის განმავლობაში კიდევ ერთი ბაღი გარემონტდეს. ქედაში 14 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი