ბათუმში საახალწლო ღონისძიებები დღეს დასრულდება

02 იანვარი 2019, 00:00 1651 ნახვა

ბათუმში საახალწლო  ღონისძიებები დღეს დასრულდება. საზეიმო პროგრამის ბოლო დღე ნინო ქათამაძეს დაეთმობა. ის ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას საღამოს 20 საათზე შეუერთდება  და  მსმენელის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგება.


გუშინ საახალწლო სცენა დიჯეებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს დაეთმო. კონცერტები და საბავშვო გასართობი ღონისძიებები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან მიმდინარეობს. მერიამ წელს პროგრამისთვის 177 ათასი ლარი დახარჯა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი