კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ ძალაში შევიდა

02 იანვარი 2019, 00:00 2042 ნახვა

ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონი ძალაში  უკვე შევიდა. კანონპროექტის მთავარი არსია ნარკომომხმარებლების მიმართ არასაპატიმრო  სასჯელების დაწესება. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, დაახლოებით ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო მექანიზმები შეიქმნას და გადარწმუნების კომისიები ჩამოყალიბდეს.

მარიხუანის რეალიზაცია იკრძალება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით. ამ მუხლის თანახმად, მარიხუანის უკანონო გასაღება ისჯება სამიდან რვა წლამდე პატიმრობით. თუკი ეს ხდება დიდი ოდენობით ან ჯგუფურად, ან არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი 9 წელია.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის გასაღების  დაგეკისრებათ 10-წლიანი სასჯელი. მარიხუანას მოწევა აიკრძალა საჯარო სივრცეებში. დასჯადი იქნება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ; არასრულწლოვნისთვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია მოხდა და  მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი