წვიმა არც ქობულეთისთვის აღმოჩნდა ხელისშემშლელი და საახალწლო კონცერტს ქობულეთიც მხიარულად და ენერგიულად შეხვდა, აქ სტუმრები სპეციალურად სხვა ქალაქებიდანაც ჩამოვიდნენ, კონცერტი პატარების გამოსვლებით დაიწყო, რასაც მეგი გოგიტიძის კონცერტი მოყვა, ბოლოს კი სცენა ჯგუფმა მიქსტურამ დაიკავა. კონცერტის მსვლელობისას დაჯილდოვდნენ გამორჩეული ქობულეთელები.