დღეიდან გეგმიური აცრები სავალდებულოა

01 იანვარი 2019, 00:00 1730 ნახვა

დღეიდან  სავალდებულო ხდება გეგმური აცრები. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა 14 ნოემბერს დაამტკიცა. საუბარია პროფილაქტიკურ აცრებზე, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი. თუმცა საკანონმდებლო ცვლილება ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, თქმით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება და სიტუაციის ანალიზის შედეგად საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება.კერძოდ, აკაკი ზოიძის თქმით, მომავალი წლიდან  შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი ბავშვის შეყვანა აიკრძალოს.

საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ორ წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, ხუთი წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.

ამავე კატეგორიაში