ბათუმში, ევროპის მოედანზე, ცენტრალურ ნაძვის ხესთან, ფოიერვერკის გასროლის დროს ორი მოქალაქე დაშავდა. სავარაუდოდ, ფოიერვერკი საყრდენიდან გადმოვარდა და არასწორი მიმართულებით გავარდა. დაზიანდა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გუშინვე გადაიყვანეს. პიროტექნიკის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ სახლებშიც.