დოლარში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნები გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 16 ივნისიდან, 1 წლამდე ვადით ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმად ნაცვლად 10-ისა, 7% განისაზღვრა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, სარეზერვო ნორმა პირიქით - 15-დან 20%-მდე გაიზარდა. დედოლარიზაციის პროცესი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირველ რიგში, ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდით ახსნა. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დედოლარიცაზიით მეანაბრეები ზარალდებიან. ნაწილი გადაწყვეტილების დადებით მხარეზე საუბრობს.