გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საკითხები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ერთად განიხილა, აჭარიდან ქვეყნის გარეთ 26 000 ტონა მანდარინი გავიდა, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს.
ლევან დავითაშვილმა და ტიტე აროშიძემ რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ექსტენციის განვითარების და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხებს.