ციტრუსის მოსავლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. დაახლოებით 11-ჯერ გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი.
რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამას, მთავრობის თავმჯდომარის თქმით, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება - რეალიზაცია შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.