26 ორის წინააღმდეგ ქობულეთის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

28 დეკემბერი 2018, 00:00 2122 ნახვა

26 ორის წინააღმდეგ ქობულეთის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, მთავარი ფინანსური დოკუმენტი 31 მილიონ 236 ათას ლარზე მეტია და გასულ წელთან შედარებით 4 მილიონითაა გაზრდილი, პრიორიტეტი როგორც  მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორის  იგეგმება სანაპირო ზოლში ახალი პარკის მშენებლობა, კაპიტალურ პროექტებზე ტრანსფერის სახით 15 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, მათზე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ნაციონალურმა მოძრაობამ პროექტს მხარი არ დაუჭირა, მათი თქმით ბიუჯეტის პროექტი არ პასუხობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს. საპირისპირო მოსაზრება აქვს  უმრავლესობას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში