მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარი მეტრია

28 დეკემბერი 2018, 00:00 1646 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ძლიერი ქარბუქის გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კურორტ გოდერძამდე მოძრაობა თავისუფალია. დილიდან თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. ხულოს  მუნიციპალიტეტში დაბაში  თოვლის საფარი ამ დროისთვის  დაახლოებით 15 სანტიმეტრია,   მაღალი ზონის სოფლებში კი ნახევარი მეტრია.

უხვმა ნალექმა ამჯერადაც პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. შუქის გარეშეა  დარჩენილი თხილვანის თემში შემავალი ოთხი სოფელი.  ამ წუთებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც  შეეხება გზებს როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ,  გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მისასვლელი გზა. მუშაობს ყველა სასწავლო დაწესებულება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი