თხილვანის თემის ოთხ სოფელს დენი არ მიეწოდება  

28 დეკემბერი 2018, 00:00 2048 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა.  დენი, ამ დრომდე თხილვანის თემის ოთხ სოფელს არ მიეწოდება. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

''ენერგო-პრო ჯორჯიას'' წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბაში კი 15 სანტიმეტრია.

ხულოს მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი