ბათუმის საზაფხულო თეატრში არსებულ ანტისანიტარიასა და სარეპეტიციოდ შეუსაბამო გარემოზე საუბრობენ ბიგ ჯაზ ბენდის წევრები. ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, სიცივის გამო რეპეტიციას ვერ ატარებენ , რადგან დარბაზში გათბობა არაა და საახალწლო კონცერტისთვის სამზადისი შეფერხებულია.
მისივე ინფორმაციით, გათბობის სისტემა ევროპის მოედანზე მთავარ სცენასთან გადაიტანეს. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს , ქალაქის მერი ლაშა კომახიზე კი ირწმუნება, რომ საკითხს შესაბამისი უწყებები მიაქცევენ ყურადღებას.