აჭარაში სამედიცინო კლინიკებში ამ დროისთვის სამოცამდე პირი მკურნალობს გრიპის ვირუსის დიაგნოზით. მათგან 9 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ გახშირებულია კლინიკებში მიმართვიანობა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება, თუმცა უყწების ინფორმაციით, მდგომარეობა არ არის საგანგაშო და ვითარება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია.