მომდევნო 3 დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში წვიმიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი. დაბალი ტემპერატურის ფონზე კი ღამით შესაძლებელია თოვლჭყაპი.
ბათუმში დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს, ჰაერის ტემპერატურა ღამით +5 დღისით კი +6 გრადუსი იქნება.
თოვლია მოსალოდნელი ზამთრის კურორტებზეც. გომარდულში -4 -5 გრადუსი დაფიქსირდება. გოდერძის უღელტეხილზე კი უფრო ნაკლები, აქ ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი -6 გრადუსი იქნება.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში 29 დეკემბრამდე მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავის ფორმირებას შეუწყოს ხელი და მეწყრული პროცესები გააქტიუროს.