ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

26 დეკემბერი 2018, 00:00 2563 ნახვა

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ანთების პატივი იმ სპორტსმენებს ხვდებათ წილად, რომლებმაც წარმატებული სეზონი ჩაატარეს და ქალაქი საქვეყნო და საერთაშორისო დონეზე ასახელეს. ღონისძიებაზე გამოიფინა დროშაც, რომელიც ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებისას, ბრიუსელში გადაეცა.

საღამო კონცერტით გაგრძელდა, მონაწილეობა აკე პატარაიმ ბენდით, ჯაზბენდმა „BSU JAZZ“-მა და ბენდმა „SALIO „ მიიღო. ევროპის მოედანზე მოწყობილია საბავშო კუთხე, საახალწლო ეზო და ბაზრობა. გალა კონცერტი კი 31 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი